11 ნოემბერი 2026,   14:28
ვრცლად
მედია: უნგრეთმა, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნის პროცესი დაბლოკა

ევროკავშირის გაფართოებისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში მყოფი ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COELA) შეხვედრაზე, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნის პროცესს მხარი არ დაუჭირა, რითაც აღნიშნული ორი მოლაპარაკების კლასტერის გახსნისკენ მიმართული შემდგომი პროცესი დაბლოკა.

"არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა უკრაინულ მედიასთან, უნგრეთის პოზიციის კომენტირებისას.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნის საკითხი მოლდოვისთვისაც არ დამტკიცებულა.

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში გასახსნელი მხოლოდ ორი კლასტერი დარჩა. ესენია: მე-4 კლასტერი - "მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა"; მე-5 კლასტერი - "რესურსები, სოფლის მეურნეობა და თანმიმდევრობის პოლიტიკა".

 

დღის ამბები