13 ნოემბერი 2026,   15:48
ვრცლად
დიდ დიღომში ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია კალათბურთის მოედანი, ასევე, ღია სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ატრაქციონები.

დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე მოეწყობა საპარკე ინვენტარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.

სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი შალვა პერანიძე ადგილზე გაეცნენ.

დღის ამბები