13 ნოემბერი 2026,   15:40
ვრცლად
დუბლინში ქართული დიასპორის ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

დუბლინში, ქართული დიასპორის ორგანიზებით, 15 ნოემბერს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინიციატივაა, დააფუძნონ ქართული მართლმადიდებლური ტაძარი.

ღონისძიების მიზანი სწორედ ამ წამოწყების მხარდაჭერაა, კონცერტიდან შემოსული თანხა სწორედ ინიციატივის ხორშესხმას მოხმარდება.

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები, მუსიკალური ნომრებით მაყურებლის წინაშე წარდგებიან ლიზა ბაგრატიონი, ლაშა ღლონტი და ზვიად ბოლქვაძე

დღის ამბები