საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა მიმდინარეობს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის საქმეზე დაკავებულები, ერთ-ერთი ორგანიზატორი მურთაზ ზოდელავა და პაატა მანჯგალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ არიან.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ აღნიშნა, პაატა მანჯგალაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრია, მურთაზ ზოდელავა კი "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი 2020 წლის შემდეგ აღარ არის.
"პაატა მანჯგალაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრია, ზოდელავა 2020 წლამდე იყო პარტიის წევრი და ამის შემდეგ არ ყოფილა, თუმცა ჩემი მეგობარია... [ზოდელავა] მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარია, "ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის, არც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია და მით უმეტეს, ვერ დაუკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ანა წითლიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადების საპირისპიროს ადასტურებს ცესკოს ოფიციალური მონაცემები. ცესკოს მონაცემებით, პაატა მანჯგალაძე 2024 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის მე-18 ნომერი იყო.