აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს ესაუბრა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა სატელეფონო საუბარი გამართა საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.