17 ნოემბერი 2026,   08:39
ვრცლად
ევროკავშირის დაკავშირებადობაზე მსჯელობენ და ამ მოცემულობაში საქართველოს სათანადო წესით არ მიწვევა სცდება ყოველგვარ ლოგიკას და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი

ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის გადაწყვეტილებას დაკავშირებადობის პოლიტიკასა და შუა დერეფნის პროექტზე სასაუბროდ საქართველოს მაღალი წარმომადგენლობით არ მიწვევასთან დაკავშირებით.

ბრიუსელის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში უსამართლოდ აფასებენ და დამოკიდებულებას კომიკურს უწოდებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში თანასწორ პარტნიორად უნდა იყოს აღქმული.

"ბრიუსელის ბიუროკრატია კარდინალურად არის აცდენილი იმ რეალობას, რომელშიც დღეს ევროპის კონტინენტი და ზოგადად, ევრაზია ცხოვრობს.

გაფართოებაზე, ევროკავშირის დაკავშირებადობაზე მსჯელობენ და ამ მოცემულობაში, საქართველოს სათანადო წესით არ მიწვევა, სცდება ყოველგვარ ლოგიკას და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ევრობიუროკრატიას.

ჩვენ, როგორც თანაბარსწორი პარტნიორი, ისე უნდა მიგვიღოს ყველამ, მით უმეტეს იმ ურთიერთობაში, სადაც ევროკავშირს, ევროპის კონტინენტს, ბევრად მეტი საჭიროება აქვს საქართველოსთან მიმართებით გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები