17 ნოემბერი 2026,   08:43
ვრცლად
ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი, ისრაელის ელჩმა დაათვალიერა

ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი, ისრაელის ელჩმა დაათვალიერა. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ისრაელის მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და გაღრმავება წარმოადგენდა, აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის 26-ს საუკუნოვან მეგობრობაზე და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში კლინიკის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ჩემპიონ მოჭადრაკეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ქუთაისმა დღეს უმასპინძლა ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისრაელის ელჩს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, განსაკუთრებით აღინიშნა ქუთაისელი ებრაელების ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ელჩმა დაგვპირდა, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ეს ურთიერთობები. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობა, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას აკავშირებდა, კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება", - აცხადებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.

დღის ამბები