17 ნოემბერი 2026,   11:49
ვრცლად
ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცეს

აშშ-ის ვიცი-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცეს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს, რომ კონფლიქტმა, რომელიც ტრამპმა ისრაელთან ერთად თებერვალში დაიწყო, ორ წლამდე გაგრძელდეს, რადგან ეს ამერიკელი ხალხის სურვილს არ შეესაბამება.

ვენსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორშაბათს ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდი USS Theodore Roosevelt-ი ჩავიდა და რეგიონში დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა. ამავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი შესაძლო სამხედრო მოქმედების საკითხს განიხილავს.

როგორც გამოცემა წერს, უკვე რამდენიმე თვეა, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას უშვებს და პარალელურად ამტკიცებს, რომ ომი "ფაქტობრივად დასრულებულია".

დღის ამბები