17 ნოემბერი 2026,   14:49
ვრცლად
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მოლოდინები საკუთარი პროდუქციის ფასების ცვლილებაზე მომდევნო 1 წელში შემცირებულია

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მოლოდინები საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ფასების ზრდასთან დაკავშირებით შემცირებულია. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის 2026 წლის ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა.

კვლევის მიხედვით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდას 2%-4%-ის, 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთწლიან პერიოდში საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ფასების უცვლელად შენარჩუნებას ან მათ მხოლოდ 0%-2%-ის ფარგლებში ზრდას ვარაუდობენ.

აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შორის საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების გაძვირების მოლოდინები შესუსტებულია და უფრო მეტი რესპონდენტი ფასების სტაბილურობას ან შედარებით მცირე ზრდას ელოდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის გამოკითხვის მიხედვით, ფასებთან დაკავშირებული მოლოდინების შემცირების პარალელურად, სექტემბერთან შედარებით გაზრდილია მოლოდინები ხელფასების ზრდის მიმართულებით.

 

დღის ამბები