19 ნოემბერი 2026,   09:18
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს ოფიციალურად ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

დაკავებული პირი გელა არობელიძეა. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობას ითხოვს. მკვლელობა ვაკეში გუშინ მოხდა. ერთ-ერთი კორპუსის პარკინგზე, ცივი იარაღით, 80 წლამდე მამაკაცია მოკლული. სავარაუდო მოტივი - წარსულში მომხდარი უთანხმოებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.

დაკავებულს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

დღის ამბები