19 ნოემბერი 2026,   12:30
ვრცლად
რუსუდან კოხოძე: ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით და მარტივი პროცედურით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება

„ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით, მარტივი პროცედურით, პირადობის ელექტრონული მოწმობის მობილურზე მიდებით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება და დოკუმენტის დამოწმება“, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

„როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასულ წელს დაიწყეს ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა, რომელიც ბევრად უფრო თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიით ხასიათდება და გამორჩეული დიზაინი აქვს. ამასთანავე, ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს ახალ მობილურ აპლიკაციას, რომლის გამოყენებითაც მარტივად შეძლებენ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებას. საქართველოში აღიარებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ეს არის პირადობის ელექტრონული მოწმობით განხორციელებული ხელმოწერა, რომელსაც აქამდე სჭირდებოდა სპეციალური მოწყობილობა - წამკითხველი და კომპიუტერი. სხვანაირად გამორიცხული იყო მისი შესრულება. ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით, მარტივი პროცედურით, პირადობის ელექტრონული მოწმობის მობილურზე მიდებით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება და დოკუმენტის დამოწმება“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ.

დღის ამბები