ვლადიმერ პუტინი პირად საუბრებში დათანხმდა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, - ინფორმაციას Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კრემლის მთავარი მოთხოვნაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ძალები არ განთავსდეს, სანაცვლოდ კი კრემლს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება სურს.
სტატიის მიხედვით, ამერიკელი მომლაპარაკებლები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის სანაცვლოდ დონბასის ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი საკითხია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური პროცედურა. ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ამ პროცესს შესაძლოა, კიდევ 10 წელი დასჭირდეს.