23 ნოემბერი 2026,   14:41
ვრცლად
პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მოხარულები ვართ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა.

როგორც შიო მესამემ აღნიშნა, სუროგაციასთან რამდენიმე მძიმე ცოდვაა დაკავშირებული და, შესაბამისად, მისი აკრძალვა ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო კმაყოფილებით იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ - ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში.

ძვირფასო დებო და ძმებო, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია რამდენიმე მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

ამას წინ უძღოდა ჩვენი ურთიერთობა - ამა და სხვა მიმდინარე პრობლემების შესახებ ერთმანეთთან საუბარი. მოხარული ვარ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგვტკივა ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

დღის ამბები