24 ნოემბერი 2026,   10:44
ვრცლად
დრამატულ თეატრში ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება

ბათუმის დრამატულ თეატრში ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთოთხმეტედ საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალი ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს გააერთიანებს და მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს.

საზეიმო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ იაპონელი პიანისტი უსუი ტოშიკი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა.

ფესტივალი UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით ტარდება. მისი მთავარი მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა, საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის, პოპულარიზაცია.

დღის ამბები