24 ნოემბერი 2026,   11:25
ვრცლად
ბულინგი მათი სტილია, ერთმანეთსაც კი აბულინგებენ - ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს ვერ იტანენ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბულინგი ოპოზიციის სტილია და გასაკვირი არ არის, რომ ისინი საპატიმროდან შეწყალების საფუძველზე გამოსულ პირებს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ოპოზიციის წევრები ვერ იტანენ ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობას და ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელმწიფოსა და იმ ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდეს, ვინც ოპოზიციის გამო ციხეში მოხვდა.

"ბულინგი მათი სტილია. ბულინგს მარტო ჩვენ მიმართ კი არ აწარმოებენ - ოპონენტების მიმართ, რომელიც მათ მტრებად მიაჩნიათ - ერთმანეთის მიმართაც აწარმოებენ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში ხომ ნახეთ, ეს ოპოზიცია, გუშინდელი თანამებრძოლები როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა ლექსიკით ეპყრობიან ერთმანეთს და უპირისპირდებიან. ახლაც, მათი ბედი კი არ აინტერესებთ. ესენი ხომ მათთვის საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს საზარბაზნე ხორცის სიტუაციიდან გამოსვლას, დაფიქრებას და ადამიანურად განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, მტრად აცხადებენ და ამ პროცესთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ თვითონ შეუწყონ ხელი, ვინაიდან თვითონ აცდუნეს და თვითონ დააშვებინეს ეს შეცდომები, თვითონ გაუშვეს ციხეში, ფაქტობრივად, ამ შეცდომების გამო, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია, დაიწყოს რაღაც ისეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, სადაც სახელმწიფო და ვინც დააშავა ის ადამიანები, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამენ, შუაში დგანან და ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობებს. ისინი ვერ იტანენ საერთოდ ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს", - განაცხადა შარმანაშვილმა. 

დღის ამბები