25 ნოემბერი 2026,   18:26
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ზარქუა

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა. დეპუტატებმა თამაზ ბორაშვილისგან დახურულ ფორმატში მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოსმენის დასრულების შემდეგ, უკვე მედიასთან აფასებენ 2025 წლის ანგარიშს.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელ მსოფლიოში.

"მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ თამაზს, ღირსეული, კვალიფიციური ადამიანია. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ასევე ისაუბრა, თუ როგორ ხდება პრევენცია.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამსახურს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი უსაფრთხო მთელ მსოფლიოში და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.

დახურული ფორმატით წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი. იყო არგუმენტირებული პასუხები და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

დღის ამბები