25 ნოემბერი 2026,   18:27
ვრცლად
ყოველთვის ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია - შალვა კერესელიძე სუს-ის ანგარიშის მოსმენაზე

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა. დეპუტატებმა თამაზ ბორაშვილისგან დახურულ ფორმატში მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოსმენის დასრულების შემდეგ, უკვე მედიასთან აფასებენ 2025 წლის ანგარიშს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მოსმენის დროს იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

"იმ რისკებსა და საფრთხეებზე ვისაუბრე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - კორუფციის, ოკუპაციის, ანექსიის თვალსაზრისით. რაც შეეხება 4 ოქტომბრის ნაწილს, ყოველთვის ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დღის ამბები