"აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში" - ლევილის ისტორიულ ქართულ მამულში ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის მიზანი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობაა.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით განხორციელდა.