საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, უწყება ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
გივი მიქანაძის თქმით, ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა.
"ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც, უახლესი კვლევის თანახმად, ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს. ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა", - განაცხადა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.