08 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სადამსჯელო ზომების მიღებას არ გამორიცხავს

გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სადამსჯელო ზომების მიღებას არ გამორიცხავს. ამის მიზეზი კი ფხენიანის მიერ გაშვებული რაკეტა გახდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული ცდების ნაწილი იყო.

უშიშროების საბჭომ მომხდარი ფაქტი დაგმო და მას გაეროს რეზოლუციების უხეში დარღვევა უწოდა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოში, სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მკაცრი იქნება, თუმცა უცნობია, რა სახის ზომებზეა საუბარი.

რაკეტის გაშვებას ჩინეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოფიციალურმა პეკინმა ფხენიანიდან ელჩიც გაიწვია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები