08 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
"მომავალი 4 წლის განმავლობაში, 3 მილიარდი ლარი იქნება მიმართული სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად - უპრეცედენტო თანხაა" - ოთარ შამუგია

ბოლო 12 წლის განმავლობაში, გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, აგრობიზნესის დაახლოებით 10 მლრდ. ლარით გაზრდილი გამოშვება, ღვინის ექსპორტის 4-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი და ა.შ.  - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, 3 მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად იქნება მიმართული.

"ბოლო 12 წლის განმავლობაში, გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, აგრობიზნესის დაახლოებით 10 მლრდ. ლარით გაზრდილი გამოშვება, ღვინის ექსპორტის 4-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი და ა.შ. მომავალი 4 წლის განმავლობაში, 3 მლრდ. ლარი მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად. უპრეცედენტო თანხაა. რა თქმა უნდა, წინა წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი თანხები მივმართეთ, მაგრამ აქ კიდევ უფრო გაზრდილ მაჩვენებელზეა საუბარი," - აცხადებს ოთარ შამუგია.

დღის ამბები