08 ოქტომბერი 2024,   10:45
ვრცლად
"განსაკუთრებულ ხაზგასმას საჭიროებს ის გეგმები, რომლებიც აღნიშნული იყო პროგრამაში, როგორც ძირითადი სამიზნე მაჩვენებელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის" - მიხეილ სარჯველაძე

განსაკუთრებულ ხაზგასმას საჭიროებს ის გეგმები, რომლებიც აღნიშნული იყო პროგრამაში, როგორც ძირითადი სამიზნე მაჩვენებელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ჯანდაცვის დარგში, ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

"განსაკუთრებულ ხაზგასმას საჭიროებს ის გეგმები, რომლებიც აღნიშნული იყო პროგრამაში, როგორც ძირითადი სამიზნე მაჩვენებელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ აქცენტი გაკეთდა პირველი - ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, როდესაც გაკეთდა განაცხადი კონკრეტულ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით, ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით. ამავდროულად, თქვენ ნახეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად მზარდი იქნება, პრაქტიკულად, ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა მხარდაჭერა, ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ღირებულება "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის," – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები