08 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, ამერიკელი სპორტსმენების გარეშე ჩატარდეს - მიზეზი ზიკა ვირუსია

რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენების გარეშე ჩატარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიაში გავრცელებული ზიკა ვირუსია. ცნობას სააგენტო როიტერსი ამერიკის ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გაავრცელა შესაბამისი რეკომენდაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სპორტსმენებს, რომლებიც ზიკა ვირუსისგან თავს დაუცველად გრძნობენ, შეუძლიათ უარი განაცხადონ თამაშებში მონაწილეობაზე.

რეკომენდაციის არსებობა უკვე დაადასტურა ამერიკის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

დღის ამბები