08 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ჰონგ-კონგში შეტაკება მოხდა პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის

შეტაკება პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის ჰონგ-კონგში. ქალაქის სავაჭრო უბანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავებმა საახალწლოდ უკანონოდ დამონტაჟებული სავაჭრო ჯიხურები აიღეს, რასაც მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა.

მათ პოლიციას ქვები დაუშინეს და ნაგვის ურნები დაწვეს. ძალოვანებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მოვაჭრეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სამართალდამცავებმა 23 ადამიანი დააკავეს. არეულობის შედეგად დაშავებულია 44 ადამიანი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებიც არიან.

დღის ამბები