08 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ინგლისის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა

ინგლისის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხებულია სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა.

ყველაზე დიდი ზიანი ინგლისის აღმოსავლეთ სანაპიროს და უელლს მიადგა, სადაც წაქცეულმა ხეებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

ამ დროისთვის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდდება. მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას ხვალ საღამოსთვის პროგნოზირებენ.

დღის ამბები