08 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
„მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვა ვადამდელი არჩევნების გარეშე უნდა მოხდეს“ - პოროშენკო

პეტრე პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვა ვადამდელი არჩევნების გარეშე უნდა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან, კრისტინ ლაგარდთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს და რეფორმების გასატარებლად პირობებს გააუარესებს. მთავრობასა და საპარლამენტო კოალიციას შორის კრიზისის მიუხედავად, უკრაინის ლიდერმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ფინანსური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს და რეფორმების გატარებას გააგრძელებს.

დღის ამბები