08 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
დასავლეთი რუსეთს კვლავ სირიის საჰაერო ოპერაციების გამო აკრიტიკებს

დასავლეთი რუსეთს კვლავ სირიის საჰაერო ოპერაციების გამო აკრიტიკებს. საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენელმა ამერიკელ კონგრესმენებს მიმდინარე კამპანიის შედეგები გააცნო და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს უშლის.

ბოლო პერიოდში ალეპოს პროვინციაში სამხედრო მოქმედებებმა ინტენსიური სახე მიიღო, რის გამოც მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდა. წითელი ჯვრის შეფასებით, რეგიონი უკვე ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

ბოლო მონაცემით, ალეპო უკვე 50 ათასმა ადგილობრივმა დატოვა. თურქეთი რუსეთსა და სირიის სამთავრობო ძალებს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს.

დღის ამბები