08 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ეგვიპტეში - მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ეგვიპტეში. შემთხვევა გამთენიისას კაიროს მახლობლად მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე ათობით სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მედიკოსების განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

დღის ამბები