08 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს, ქურთი მებრძოლებისთვის კორიდორის შექმნაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს, ქურთი მებრძოლებისთვის კორიდორის შექმნაში ადანაშაულებს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია სწორედ მათთვის გზის გახსნას ისახავს მიზნად.

ერდოღანი ამბობს, რომ ქურთების მუშათა პარტია იარაღით სწორედ საზღვრის ამ ნაწილიდან მარაგდება.

ანკარა უკვე რამდენიმე დღეა სირიის ტერიტორიაზე ქურთების დაჯგუფებებზე იერიშს განაგრძობს, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს შეშფოთების მიზეზიც გახდა.

დღის ამბები