08 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე პარიზის სასამართლოში 12 საათი გაატარა. საქმე კვლავ საპრეზიდნეტო კამპანიის დაფინანსებას ეხება.

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, სააგენტო, რომელიც 2014 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში სარკოზის შტაბს ემსახურებოდა, მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ლიმიტს აჭარბებდა, რისი დაფარვის მიზნითაც ანგარიშს ყოფილი პრეზიდენტის შტაბის ნაცვლად, პირდაპირ მმართველი პარტიის სახელზე აგზავნიდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამოძიება ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას შეუშლის ხელს. არჩევნები ქვეყანაში 2017 წელსაა დაგეგმილი, სარკოზიმ კამპანია ოფიციალურად გახსნილად ერთი თვის წინ გამოაცხადა.  

დღის ამბები