08 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
მოცარტისა და სალიერის უცნობი მუსიკალური ნაწარმოები პირველად პრაღაში შეასრულეს

მოცარტისა და სალიერის უცნობი მუსიკალური ნაწარმოები პირველად პრაღაში შეასრულეს. 4 წუთიანი კანტატა, რომლის პარტიტურა 200 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მცირერიცხოვანი აუდიტორიის წინაშე შესრულდა.

ნაწარმოები ჩეხეთის მუსიკალური მუზეუმის არქივში შარშან ნოემბერში აღმოაჩინეს. მუზეუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპოზიცია დიდი ხანია არქივში ინახება, თუმცა ავტორი უცნობი იყო.

სპეციალისტებმა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით დაადგინეს, რომ კანტატა მოცარტმა და სალიერმა 1785 წელს ერთობლივად დაწერეს.

დღის ამბები