08 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ანკარაში-დაღუპულია 5 ადამიანი

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქში. გავრცელებული ცნობით, ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული მანქანა აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ანკარის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა 5 ადამიანი, დაჭრილთა რიცხვი კი 10-ს აღწევს.

მომხდარის ამსხველი ფოტო და ვიდეომასალა ამ დროისთვის მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება. თურქეთის ხელისუფლებამ მედია საშუალებებს მომხდარზე ინფორმაციის გავრცელება აუკრძალა.

დღის ამბები