23 დეკემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა

ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ჩაიბარა. უკრაინის რადამ დღის ბოლოს ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომლის 17 წევრიდან ერთი ქართველია და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მინისტრია.

კვიტაშვილმა უკრაინის მთავრობაში მინისტრის პორტფელთან ერთად უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო.

ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა რადას პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკმა წარუდგინა. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს უკრაინის მმართველ კოალიციაში მოწინააღმდეგე არ ჰყოლია.

უკრაინაში მთავარ პრობლემად კორუფციას ასახელებენ და ქართველების დახმარების იმედიც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით დიდი აქვთ.

ალექსანდრე კვიტაშვილის გარდა, უკრაინის მთავრობაში ეკა ზღულაძის კანდიდატურაც განიხილება, რომელიც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრები უკრაინელებს სხვადასხვა სფეროში კონსულტანტების რანგშიც დაეხმარებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები