"ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს და მისი დავალებების შესრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება და საქმეზე დამატებითი დეტალები შესაძლოა მოგვიანებით გახდეს ცნობილი.