24 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემებზე საუბრობს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემებზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით მათ გახმაურებული საქმეების მოსამართლეების შესახებ მოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოშველიებით, ინსტანციამ მათ უარი უთხრა.

ი ემ სი მოუწოდებს ყველა უწყებას დაიცვას კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

„მოვითხოვეთ ინფორმაცია იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც განიხილავდნენ გახმაურებულ საქმეებს ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა აღნინშული ინფორმაციის გაცემაზე. ისინი მითითებას აკეთებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონზე,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ქეთი კუკავა.

დღის ამბები