11 თვეში ტურისტთა რაოდენობა 20%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონ 8 ასი ათასზე მეტი ტურისტი ეწვია.
რაც შეეხება იმ ვიზიტორებს, რომელებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რაოდენობამ 2 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა.
2016 წლის იანვარ-ნოემბერის პერიოდში საქართველოს ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან სტუმრობენ. მონაცემების მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია ევროპის ქვეყნებზეც ნარჩუნდება.