24 დეკემბერი 2024,   07:45
ვრცლად
„ნუ მოჭრი-მორთე“ - ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალი კამპანია დაიწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალ კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

ახალი ინიციატივა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე და თავად მორთონ.

დღის ამბები