80 ხელოვანი 7 წლის გაბრიელის დასახმარებლად - შვიდი წლის გაბრიელ გორგაძეს, რომელიც 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა საზოგადოების დახმარება სჭირდება.
გაბრიელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. 7 წლის ბიჭს ცერებრალური დამბლის სინდრომის გამო, დაბადებიდან უჭირს სიარული. სამკურნალო თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც გაბრიელის თანაკლასელები აქტიურად არიან ჩართულნი.
საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მსახიობები, მოცეკვავეები და ჟურნალისტებიც.
აქციიდან შეგროვებული თანხით გაბრიელი თურქეთში უნდა გაემგზავროს, იმისთვის, რომ საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი დაიწყოს.
7 წლის გაბრიელის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი შაბათს საღამოს 7 საათზე კლუბ ტრიუმფში გაიმართება.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი