რეკორდი რეკორდზე იხსნება და ლარის ვარდნა გრძელდება. დღეს ეროვნული ვალუტა უკვე საათობრივად ეცემოდა და ამჯერად, კურსთან ერთად გაუფასურების სისწრაფის რეკორდიც მოხსნა.
დილით თუ კურსი სავალუტო ჯიხურებში 2.58 იყო, შუადღისას უკვე 2.70 დაფიქსირდა. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ სწრაფი ვარდნა შესაძლოა, მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ ინიციატივებსაც უკავშირდებოდეს.
ეროვნულ ბანკის განცხადების შემდეგ, ლარის ოფიციალური კურსი მაინც მნიშვნელოვად, თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა და 2.58-ს მიაღწია.
აქვს თუ არა მთავრობას, ლარის მოკლევადიან პერიოდში დასტაბილურების გეგმა, უცნობი დარჩა. ლარის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზი დღეს არც ეროვნულ ბანკში გაკეთებულა.
ავტორი ანა წერეთელი