24 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ექსპერტები პროდუქტებსა და მგზავრობის გაძვირებას პროგნოზირებენ - იმპორტიორები გაკოტრებაზე ალაპარაკდნენ

2017 წელს ექსპერტები პროდუქტებთან ერთად, მგზავრობის გაძვირებას პროგნოზირებენ. საწვავზე ფასი, ანალიტიკოსების თქმით, მინიმუმ 20 თეთრით მოიმატებს. საწვავის გაძვირების გამო, იმპორტიორები ზარალსა და შესაძლო გაკოტრებაზე ალაპარაკდნენ.

ლარის გაუფასურების გამო, ექსპერტები მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასაც ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, სემეკი 2 კვირაში თბოსადგურებისთვის ტარიფის მომატებას გეგმავს, რაც სავარაუდოდ, გადასახადს მოსახლეობისთვისაც გააძვირებს.

ანალიტიკოსები მთავრობას ვალების აღების პროცესზე მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ყველა სახის სუბსიდირების ახალ პროექტებზე უარი უნდა თქვას.

ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ხელისუფლებამ აუცილებელია კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან და ბიზნესწრეებთან გამართოს.

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები