19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე" - პრემიერმა ბრიუსელში "რუსთავი 2"-ზე ისაუბრა

ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრემიერმა რუსთავი 2-ის საქმეზე და ასევე მედია თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსთვის თავისუფალი მედია სივრცის მნიშვნელობას. მედიათავისუფლება ფუნდამენტურია, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. რა თქმა უნდა, ვიცით, რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის შესახებ. მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, მთავრობის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში გამორიცხულია. ამ დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელიც იმყოფება, ეს არხიც არანაკლებ კრიტიკულია მთავრობის მიმართ. საქართველოში მედია თავისუფლების კუთხით სიტუაცია დღითიდღე მყარად უმჯობესდება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები