ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსთავი 2-ის საქმეს "განსაკუთრებული" უწოდა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მედიის და სიტყვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ღირებულებაა.
„მნიშვნელოვანია სასამართლოს დავუტოვოთ სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა სრულად იყოს გაზიარებული და დაცული. ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას. პრემიერმა მითხრა, რომ მთავრობა გააგრძელებს ინკლუზიურ დიალოგს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას, ამიტომ მივულოცე მას არამხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, არამედ ისიც, რომ ეს არჩევნები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი გზით და საერთაშორისო აღიარებას მოიპოვა,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.