19 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
„მიუხედავად სასამართლო პროცესის შედეგისა, ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა გამორიცხულია"- პრემიერი

ნატო-ს შტაბბინაში გიორგი კვირიკაშვილისა და იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია დასრულდა. ბრიფინგზე შეკითხვა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დაისვა.

პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის საქმეზე განაცხადა, რომ ეს არის სასამართლო დავა, სასამართლო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა არის უზრუნველყოფილი.

„მიუხედავად სასამართლო პროცესის შედეგისა, ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა გამორიცხულია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოსთვის მედიის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მხოლოდ სამი ნაციონალური ტელევიზია გვქონდა, ისინი მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან იმართებოდა, დღეს გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული ციფრული მაუწყებლობის რეფორმა. ჩვენ გვაქვს 40 ნაციონალური არხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები