უამინდობა და შტორმი დასავლეთ საქართველოში. ბათუმსა და ქობულეთში
ტალღებმა სანაპირო დააზიანეს. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გურიაში კი კერძოდ, სოფელ ნატანებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
უამინდობისა და ნალექის გამო შეზღუდვებია გზებზე. სინოპტიკოსები გამოდარებას 6 დეკემბრიდან ვარაუდობენ.