საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები 12 ფერეიდნელ ქართველს გადაეცა. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
პროექტი ფერეიდნელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის გაუმჯობესებას და ქართული ხალხური სიმღერების შესწავლას გულისხმობს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოეწყობა და საქართველოს ისტორიულ ძეგლების გაცნობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს პროექტი სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს.