24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
100 ქალი ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდება

100 ქალი ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდება. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დღეს საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - გენდერი და გენდერული ძალადობა.

ამ ღონისძიებით საქართველო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

შეხვედრის მიზანი ეფექტური პოლიტიკის შემუშავება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ქალთა ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ფოტოგამოფენის მოწყობაც იგეგმება.

დღის ამბები