მეოთხე დღეა ბაგებში უჩანეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ. ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე კეთდება დამცავი ჯებირები.
მოსახლეობის განმარტებით, მშენებლობის პროცესში არაერთხელ დაზიანდა წყლის მილი, რის გამოც ათი დღის განმავლობაში წყალი შეფერხებით ჰქონდათ, დაზიანებულია კანალიზაციის მილიც.
ადგილობრივების განმარტებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემის მოსაგვარებლად არავინ მისულა. მოსახლეობის პრეტენზიებს კომპანიაში უპასუხეს.