24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით გაძვირდა. ტარიფი 20 თეთრით არის მომატებული. სიახლე მგზავრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

მგზავრობის საფასურის გაძვირებას რუსთავი-თბილისის ხაზების მფლობელ კერძო კომპანიაში დოლარის კურსის მატებას და საწვავის გაძვირებას უკავშირებენ. მგზავრობის საფასური არსებული 9 ხაზიდან 7-ზე უკვე მომატებულია.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა  თბილისში შესაძლოა მომავალი წლიდან გაძვირდეს.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

დღის ამბები