თბილისში მტკვარში მანქანა გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მოხდა.
ერთმანეთს BMW-სა და Mitsubishi-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად პაჯერომ დამცავი ბეტონის ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა მანქანა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს.