უმრავლესობის შეხვედრამ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში აქციის ფონზე ჩაიარა.
ერეკლეს მოედანზე ფინანსური კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები მივიდნენ.
საყვირებითა და ტრანსფარანტებით ისინი ხელისუფლებისგან მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტიც მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.